''პირველი ავტოგრაფი''

20 ნოემბერი 2023, 14:38 1333 ნახვა

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ ფარგლებში მაყურებლის წინაშე დღეს სოფელ მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები წარსდგნენ.

დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ამჯერად ნოდარ დუმბაძის მიხედვით "თეთრი ბაირაღები" დაიდგა. ფესტივალი გუშინ გაიხსნა და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.

''პირველი ავტოგრაფის'' მონაწილეები საკონკურსო პროგრამის შესაბამისად, სპექტაკლებს გამართავენ სხვადასხვა თეატრალურ სივრცეში. მათ ნამუშევრებს კი სპეციალური ჟიური შეაფასებს.

გამარჯვებულ დასებს პრიზები და ფესტივალის სიმბოლო ჯილდო გადაეცემათ. “პირველი ავტოგრაფი“ მესამედ იმართება და წელს მასში 43 სასკოლო დასი მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი