„შემოდგომა ქედაში“ 2023

19 ნოემბერი 2023, 11:10 510 ნახვა

''შემოდგომა ქედაში“ 14 საათზე დაიწყება. მანამდე ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში სამზადისი მიმდინარეობს, უკვე მოწყობილია დეკორაციული კუთხეები. წარმოდგენილი იქნება სხადასხვა ხილის გამოფენა. მზადდება ღვინის სადეგუსტაციო სივრცე. ჩატარდება ადგილობრივი კერძების დამზადების მასტერკლასები. მოსულ სტუმრებს შეეძლებათ ნახონ რეწვის მასალებისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების პროცესი.

ასევე, გოდრის, გიდელისა და ბადის ქსოვის პროცესი. წარმოდგენილი იქნება თამბაქოსა და ხეზე კვეთის კუთხე. პატარების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. ტრადიციულად, დიჯილდოვდება ხუთი საპატიო ქედელი.

რაც შეეხება კონცერტს, მოწვეულ შემსრულებლებთან ერთად, ღონისძიებას ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები გააფორმებენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში