ფინეთი რუსეთის საზღვართან ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს

17 ნოემბერი 2023, 10:05 480 ნახვა

18 ნოემბრიდან ფინეთი რუსეთის საზღვართან 4 გამშვებ პუნქტს ხურავს, შეზღუდვა ძალაში 2024 წლის 18 თებერვლამდე დარჩება. ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე სულ 9 გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს და დარჩენილი საგუშაგოები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

გავრცელებული ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შედინებაა. სასაზღვრო დაცვის მეთაურის მოადგილის განცხადებით, განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ცდილობს რუსეთიდან ფინეთში საჭირო საბუთების გარეშე შესვლას.

ფინეთის მსგავსად ნორვეგია საჭიროების შემთხვევაში მზად არის რუსეთთან ერთადერთი სახმელეთო პუნქტი ჩაკეტოს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტურსკუგში მიგრანტთა გაზრდილი აქტივობა ამ დროისთვის არ შეინიშნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი