ქართული ფილმის ამერიკული ჯილდო

17 ნოემბერი 2023, 12:00 817 ნახვა

ლოს-ანჯელესში, ,,City of Angels Women's Film Festival''-ის ჯილდო საუკეთესო კინემატოგრაფიის ნომინაციაში, მაღალმთიან აჭარაში ქარგვის ხელობისა და კულტურის ამსახველმა ფილმმა “MIGRATING TEXTILE“ აიღო. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ახალგაზრდა რეჟისორმა ხატია მაღლაკელიძემ, ზურა შევარდნაძისა და ზაქარია ჭელიძის მხარდაჭერით  გადაიღო.  

შთამბეჭდავი კადრები სოფელ ზორტიყელშია გადაღებული. ფილმი  დოკუმენტურია და ასახავს  საქარგავი  ძაფის დამზადებიდან,   ნაქარგების შექმნის ჩათვლით სრულ პროცესს. 

ფილმზე  მუშაობა დაახლოებით 1 თვის წინ დასრულდა.  ცოტა ხნის წინ  დოკუმენტური ნამუშევარი, ასევე ,,UK FILM FASHION FESTIVAL''-ზე საუკეთესო  მოკლემეტრაჟიან 4 ფილმს შორის მოხვდა.

ფილმის შექმნის  მთავარი  მიზანი რეჟისორის   განმარტებით  იყო ის, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თუ როგორი საოცარი  ნაქარგები იქმნება საქართველოში, მაღალმთიან სოფლებში,  სადაც ადგილობრივები რთული  და მრავალმხრივი  შრომის პარალელურად უნიკალურ კულტურას ინახავენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი