ეუთოს თავმჯდომარის განცხადება

08 მარტი 2017, 00:00 1633 ნახვა

ეუთოს თავმჯდომარეობამ შეშფოთება გამოხატა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა განაცხადა. მის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,მოვუწოდებთ არსებითი დიალოგისა და სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ, რათა თავიდან იყოს აცილებული ის შედეგები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება აისახოს“-განაცხადა ეუთოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი