თბილისში ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო - დაჭრილია მშობელი

14 ნოემბერი 2023, 16:25 745 ნახვა

თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, რის შედეგადაც მშობელი დაიჭრა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილ კონფლიქტს მოჰყვა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმე არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი