10 მარტს შეხვდება გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს. პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას აანონსებს. ის მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა იწერებოდეს. საპარლამენტო უმრავლესობა კი ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს და აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ეს პოპულისტური ნაბიჯია. თუმცა გიორგი აბაშიშვილი იმედოვნებს რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას შეცვლის.