ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

10 ნოემბერი 2023, 16:27 552 ნახვა

ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ.

"მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან. მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს. მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.   

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა, ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში - გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ მას სასჯელის მაქსიმალური ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- განმარტავენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი