ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ოლივერ ვარჰეისთან

09 ნოემბერი 2023, 10:55 619 ნახვა
00:00
00:00

ისტორიული გადაწყვეტილება განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის გუნდის მხარდაჭერას იმ პროგრესისთვის, რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწია.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში