ჩვენი ხმა ევროპას - საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან ხელმოწერების კამპანიას იწყებს, რომელიც ევროპაში გაიგზავნება.
სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს ორბელიანების სასახლის ეზოში შეიკრიბონ და ერთად მოისმინონ ევროკომისიის გადაწყვეტილება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო კონცერტიც, თუმცა ოკუპანტების მიერ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო ღონისძიება აღარ ჩატარდება.