ვგმობთ კირბალთან მკვლელობას - ეს არის განადგურების მორიგი მაგალითი, რომელიც რუსეთის ოკუპაციის შედეგია - ვედანტ პატელი

08 ნოემბერი 2023, 10:02 368 ნახვა

კირბალში მკვლელობა განადგურების მორიგი მაგალითია, რომელიც საქართველოში და სხვაგანაც, რუსეთის ოკუპაციის შედეგია, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.

"მოვლენებს არ გავუსწრებ, ეს ძალიან შეუსაბამო იქნება, მაგრამ გავიმეორებ იმას, რის შესახებაც გუშინ ითქვა - ჩვენ ამ მკვლელობას ვგმობთ და ეს არის მიმდინარე განადგურების მორიგი მაგალითი, რომელიც საქართველოში და სხვაგანაც, რუსეთის ოკუპაციის შედეგია - და ეს არის ის, რის მონიტორინგსაც გავაგრძელებთ", - აღნიშნა ვედანტ პატელმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში