7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა

07 ნოემბერი 2023, 09:56 526 ნახვა

2007 წლის 7 ნოემბრიდან 16 წელი გავიდა. ზუსტად ამ დღეს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი.

მაშინდელი სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა.

იმავე დღეს პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია "იმედის" ოფისში შეიჭრა, სადაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ძალისმიერად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, ამის შემდეგ ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

8 ნოემბერს დილის 11 საათზე ძალოვანმა უწყებებმა ბათუმში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტური აქცია ძალის გამოყენებით დაარბიეს.

7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ თანამდებობიდან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი