საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 13 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა.პირი პოლიციამ 5 ნოემბერს დააკავა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დადგენილ ვადაში მიმართავს.