"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრის ძმას, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

06 ნოემბერი 2023, 14:47 594 ნახვა

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს კი 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურორის, ლაშა ამირანაშვილის განცხადებით, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა, ავთანდილ თათარაშვილმა გაქცეული პატიმრები ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და ასევე, მობილური ტელეფონით უზრუნველყო.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი პირველ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ასევე, 3 პირი: საბადრაგო ჯგუფის უფროსი, ბადრაგი და ერთ-ერთი პატიმრის ძმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი