უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 53 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

06 ნოემბერი 2023, 09:55 414 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული ღამის განმავლობაში 53 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა განაგრძეს შეტევა ბახმუტის, ავდეევსკის, მარინსკის, შახტარსკის, კუპიანსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

" ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა დაკარგული პოზიციის აღდგენა კლეშჩეევკასა და ანდრეევკას მიდამოებში სცადეს, სადაც უკრაინელმა დამცველებმა მოწინააღმდეგის 5 შეტევა მოიგერიეს. რუსებმა ასევე ჩაატარეს წარუმატებელი თავდასხმის ოპერაციები ბოგდანოვკას, ხროვისა და სამხრეთ დონეცკის რეგიონის მახლობლად, სადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის კიდევ 5 შეტევა.

თავის მხრივ, თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს ბახმუტის სამხრეთით, აყენებენ ზარალს მტერს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით"- განმარტავენ გენშტაბში.

უკრიანული მედიის ცნობით, ღამით მტერმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებს შეუტია ოთხი სხვადასხვა ტიპის რაკეტებით. თავდაცვის სისტემამ რამდენიმე მათგანი გაანადგურა, თუმცა იყო მოხვედრის შემთხვევებიც.

მათივე ცნობით, გასულ ღამეს უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო თვდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანებულია ერთ-ერთი მთავარი სამხატვრო გალერეა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში