ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი რიგაში

04 ნოემბერი 2023, 10:26 482 ნახვა

რიგაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი ლატვიელ კოლეგას კრიშიანის კარინშს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაუსვეს ლატვიასა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური დიალოგის, ასევე სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს.

მინისტრმა კოლეგას გააცნო  ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი და  ხაზი გაუსვა  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადამწყვეტ პროცესში წევრი სახელმწიფოების  მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

ლატვიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში