ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება - პრემიერი

03 ნოემბერი 2023, 14:48 976 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინვესტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

„ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და ჯამში 800 მლნ ლარამდე იქნება ბიუჯეტი. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2012 წელთან შედარებით გაზრდილი არის 326 მლნ ლარით ბიუჯეტი. აქედან მინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად გათვალისწინებული იქნება 70 მლნ ლარი.

50 მლნ ლარი იქნება ჩადებული 2024 წელს და 20 მლნ ლარი წელს გამოვყავით. ანუ, ჩვენი მხრიდან მობილიზებულია თანხები და ასეთი გეგმის მიხედვით, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის ერჩევა, რომელიც მალე დასრულდება. მაქსიმუმ დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი