ბრიფინგი ''ლელოში''

03 ნოემბერი 2023, 11:13 772 ნახვა

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ პარტია ,,ლელოში“. საუბარია ბათუმი-ხულოს დამაკავშირებელი გზის შუახევის მონაკვეთზე, რომლის გამოც 1 ნოემბრიდან,  სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  სოფელ ხიჭაურიდან გომარდულის ასახვევამდე გზა ეტაპობრივად ჩაიკეტება. მათი თქმით, შეზღუდვების დროს ადგილობრივები შემოვლითი გზით ისარგებლებენ.

სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ პარტიაში უწყებას და საუბრობენ უსაფრთხოების რისკებზეც, მათ შორის ე.წ-ლი  კლდის ჩამოშლის სამუშაოებზე. 

არ გამორიცხავენ გადადგილების დროს შეფერხებებსაც. კონკრეტულად კი რამდენად გამტარუნარიანი  იქნება გზის ეს მონაკვეთი გადაუდებელი სიატუაციების დროს. 

პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებამ ქაოსი გამოიწვია და უამრავი კითხვაც გააჩინა.

შესაბამი უწყებებიდან ელოდებიან პასუხს კითხვაზე - რატომ დადგა დღის წერიგში გზის ამ მონაკვეთის ჩაკეტვის აუცილებლობა ზამთარში, როცა მაღალმთიან აჭარაში მკაცრი კლიმატური პრობებია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი