საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე გახდნენ. მათ კანდიდატურებს კენჭი დღეს პარლამენტში უყარეს.
გიორგი კოხრეიძეს და თამილა დოლიძეს 83-83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანდიდატურები საკონკურსო კომისიამ შეარჩია და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა. რამდენიმე დღის წინ კი, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ზემოთხსენებულ კანდიდატებს მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.