ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან პირველად, უცხოელები და დაშავებულები ღაზის სექტორის დატოვებას რაფაჰის გადასასვლელიდან შეძლებენ.
ღაზას დღეს 400-მდე უცხოელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანი დატოვებს.
საზღვრის ეგვიპტის მხარეს მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, რათა ჰოსპიტალში გადაიყვანონ 90 დაჭრილი, რომლებიც ასევე შეძლებენ ღაზის სექტორის დატოვებას. მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის საზღვართან საველე ჰოსპიტალიც მოეწყობა.
გავრცელებული ცნობით, რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხზე მოლაპარაკებები ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, კატარის შუამავლობითა და აშშ-ის კოორდინაციით მიმდინარეობდა.