ლეღვაში მოკლული 21 წლის გოორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეებს უსმენს. იკითხებიან ღია და ფარული საგამოძებო მოქმედებებში მონაწილე სამართალდამცველები. მათი ინფორმაციით, ფარული ჩანაწერებში ბრალდებულები ლუკა ჯიბლაძე, ალექსანდრე ახვლედიანი და დავით მენაბდე დეტალურად ყვებიან თუ როგორ განვითარდა მოვლენები 18 მაისს. მათივე მტკიცებით, გიორგი ალხანიშვილს საქმის მთავარმა ბრალდებულმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. გამოძიების ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ბიჭის გვამი დიდი ხნის ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა საგამოძებო ექსპერიმენტში სწორედ ერთ-ერთი ბრალდებულის მონაწილეობით იპოვეს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში დაუსახლებელ ადგილას. გამოძიება სამიდან ორ ბრალდებულს, განსაკუთრებით მძიმე დანაშულის შეუტობინებლობას, ხოლო ერთს განსკუთრებით მძიმე დანაშულის დაფარვას ედავება. რაც შეეხება ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს, პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ მან საქართველო დატოვა. ის რამდენმე თვის წინ დიდი ბრიტანეთში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამრთლოს პარალელურად, ბრიტანეთის სასამართლო საქართველოში მისი ექსტრადიციის საქმეს განიხილავას. ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. 21 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე გამოყოფილ საქმესთან ერთად სულ 6 პირია ბრალდებული.