პროექტი ქალთა გაძლიერებისთვის

28 ოქტომბერი 2023, 10:44 694 ნახვა

“ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა“ - ამ სახელწოდებით სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. მისი მიზანი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული და მენეჯერული უნარების განვითარება, ასევე კარიერული წინსვლის ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან 36  აპლიკანტი შეირჩა, რომლებიც დღეს რეგიონული პოლიტიკური ლიდერობის აკადემიის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს.

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება, მათ შორის დაგეგმილია გენდერული თანასწორობის ფორუმის გამართვა. ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა “გენდერული თანასწორობა - გადაწყვეტილების მიღების მოდელირება აჭარაში“ არასამთავრობო ორგანიზაცია ''საორსას'' პროექტია, რომელსაც კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში