რა  კითხვები აქვს  ფინანსთა  მინისტრთან ოპოზიციას?

06 მარტი 2017, 00:00 3245 ნახვა

აჭარის ფინანსთა მინისტრი დღეს უმაღლეს საბჭოში არ მივიდა. რამაზ ბოლქვაძეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სწორედ შპს "ჰიგიენა 2009-ის"  ყოფილი დირექტორის მიერ თანხების მითვისებასთან დაკავშირებით იბარებდა.  ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეში შესაძლოა, მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებდნენ. გია აბულაძე საკუთარ ვარაუდს, იმ არგუმენტით ამყარებს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აღნიშნულ საკითხზე არ საუბრობს. აბულაძის განცხადებით, საქმის დეტალებზე და ნაგავსაყრელის პროექტის სამომავლოდ განხორციელების გეგმასთასთან დაკავშირებით სასაუბროდ რამაზ ბოლქვაძეს ელოდებოდნენ. ირწმუნებიან, რომ შესაბამისი წერილით  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, წინა კვირას მიმართეს.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ინფორმაციით, ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებას დღეს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მისივე ინფორმაციით, მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დადგენილ ვადებში  განხორციელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი