საქართველო მზად არის შეასრულოს რეგიონული ცენტრის როლი ენერგეტიკის ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული ურთიერთდაკავშირებულობის სფეროებში - პრემიერი

26 ოქტომბერი 2023, 11:45 643 ნახვა

ჩვენი, როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის მქონე ქვეყნის მიზანია განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში. ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და პრიორიტეტი ჩვენთვის, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ყოველწლიურად 100 მილიონი კონტეინერის გადაზიდვა მოხდეს.

"ჩვენი, როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყნის მიზანია, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ. ჩვენ ანაკლიაში ახალ პორტს ვავითარებთ, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ჩვენი როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი, თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული და ნამდვილად, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ყოველწლიურად 100 მილიონი კონტეინერის გადაზიდვა მოხდეს. საქართველო მზად არის, შეასრულოს თავისი როლი, როგორც ენერგეტიკის ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული ურთიერთდაკავშირებულობის რეგიონული ცენტრისა და ჩვენ სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე გახმაურებული პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც ნამდვილად გლობალურ ზეგავლენას ახდენს ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ.

 

ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გვპირდება იმას, რომ მწვანე ენერგიით მოხდეს ვაჭრობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ასევე, ხელს უწყობს განახლებად ენერგიას, ასევე წყალბადის წარმოებას. სტრატეგიულ შეთანხმებას, რომელიც ბუქარესტში 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა, ხელი მოაწერეს ლიდერებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან, მყარი საფუძველი შექმნა ენერგეტიკული პარტნიორობისთვის.

 

მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ეს არის უკვე ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი შეთანხმება და მოველით, რომ 2024 წელს იქნება პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც, ასევე წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ წვდომა უფრო სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტკავშირზე. გარდა ამისა, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლა გააქტიურდება, რომელიც საქართველოს რუმინეთსა და ბულგარეთთან დააკავშირებს და გააძლიერებს საერთაშორისო ტრანსპორტირებას, განსაკუთრებით, შუა დერეფნის გასწვრივ. ასევე, სატრანსპორტო მარშრუტების გაციფრულება შავ ზღვაში, ეს არის შემდეგი ნაბიჯი ამ დერეფნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.

"მსოფლიოს ბანკის უახლეს ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშში, საქართველო მე-7 ადგილზეა გლობალურ დონეზე ბიზნესის კეთების მხრივ. საქართველო ასევე ბევრ ღირებულ შეთავაზებას სთავაზობს ინვესტორებს. მაგალითად მოგების მოდელი, კომპანიები არიან გათავისუფლებული კორპორაციული გადასახადისგან. 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არსებობს, სადაც შეიძლება პროდუქციის წარმოება, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს, რომ მიმზიდველი ადგილი გახდეს ბიზნესის კეთებისთვის. დღეს საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ევროპულ ბიზნესს საქართველო სთავაზობს შესასვლელ გზას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში , არამედ სთავაზობს გასასვლელ ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში. ჩვენ ვთავაზობთ კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო კომპანიებს, რაც მათ ხარჯებს შეამცირებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

„საქართველომ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის ეს ჯერ კიდევ კარგად ჩანს, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალი არის 100 ათასობით ადამიანი. ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ განადგურების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, დაუყონებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას თანაც უპრეცედენტოდ მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა.

 

ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების გამო, მიმდინარე ომი არსებობს უკრაინაში და დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში, გონივრული პოლიტიკით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შევძელით, რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, თანაც ასევე ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრიც. ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის მეშვეობით, მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ასევე აღნიშნა, რომ ევროპისგან შორსმჭვრეტელი და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.

„ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მართლაც აღსანიშნავია მთავრობის მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადასტურებს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული პერსპექტივის ჩათვლით, რომელიც გასული წლის ივნისში დადასტურდა. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროპისგან მოველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეული იქნას კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება ნამდვილად ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდება საქართველოს პროგრესი, რაც გზას გაგვიხსნის კანდიდატის სტატუსისკენ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებიც მონაწილეობენ.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი