აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, ასევე აჭარის მთვარობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება გაორმაგდა და 30 თეთრი გახდა. წელს აჭარაში 55 ათას ტონამდე ციტრუსს ელოდებიან.
წელს საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.