აჭარის გაზრდილი ბიუჯეტით, 95 სკოლის რეაბილიტაცია და ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, ასევე 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ბათუმში 9 ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც 37 000 000 ლარი დაიხარჯება.
"გაგრძელდება მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აქამდე გვქონდა დაგეგმილი, მათ რა თქმა უნდა დაემატება ახალი პროექტები, ეს ეხება სკოლების რეაბილიტაციას. ახალი ბიუჯეტით 95 სკოლის რეაბილიტაცია და ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი. ბათუმის შემთხვევაში 9 ახალი სკოლის, როგორც ძირითადი ასევე დამხმარე შენობის მშენებელობა მოხდება. აჭარაში 80-ზე მეტი სკოლა ახალი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.