პერუს პოლიციამ სამ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო და 6 ადამიანი დააკავა პერუს ნაპირებთან ჩატარებული ორი ოპერაციის შედეგად.
პოლიციის თანახმად, ნარკოტიკების პარტია ზღვით ქვეყნის ჩრდილოეთიდან ცენტრალურ ამერიკაში ჩაიტანეს და შემდგომ აშშ-ში უნდა გაეგზავნათ.
ამავე ოდენობის კოკაინი ამოიღო პარაგვაის პოლიციამაც.
3.3 ტონა ნარკოტიკი ვილეტას პორტში სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს - განაცხადა პარაგვაის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა კარლოს ბენიტეზმა.