მუნიციპალური ფორუმი 2023

23 ოქტომბერი 2023, 18:07 821 ნახვა

მუნიციპალური ფორუმის ფარგლებში დღეს პანელური შეხვედრა გაიმართა.არსებული გამოწვევები, ეფექტური დიალოგის პლატფორმები,ახალგაზრდების იდეები და პროექტები – ეს და სხვა საკითხები განიხილეს ახალგაზრდებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მოსწავლეების კითხვები ძირითადად  მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებისთვის სივრცეების და სპორტული ინფრასტრუქტურის საჭიროებას ეხებოდა.მუნიციპალურ ფორუმში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს,ძირითადი თემატიკა მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობას,სამოქალქო პასუხისმგებლობას და სამოქალქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის მექანიზმების  დახვეწას ითვალისწინებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი