აქცია მე-3 პენიტენციურ დაწესებულებასთან

22 ოქტომბერი 2023, 14:46 807 ნახვა

ბათუმის ნომერ მესამე პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. უფლებადამცველები და პატიმრების ოჯახის წევრები ციხეებში სამედიცინო ხელმისაწვდომობის გაზრდას ითხოვენ. ამბობენ, რომ დაწესებულებებს არ ჰყავს სათანადო სამედიცინო პერსონალი, ვინც ქრონიკულად მოავადე პაციენტებს მართავს.

საუბრობენ, კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფის შექმნაც, რომლის წევრებსაც ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე კონტროლის განხორციელების უფლება ექნებათ.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისგან ბოლო პერიოდში გაიზარდა შეტყობინებები ციხეებში არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებაც.

''მთავარი'' დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს. უწყებაში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი