პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი აირჩია. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
კანდიდატებმა 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვეს და შესაბამისად, ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი წლის ვადით გამწესდნენ. დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, იუსტიციის საბჭოში პარლამენტის მიერ დასანიშნი, არამოსამართლე წევრების ხუთკაციანი კვოტა შევსებულია.
აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი: რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, აღნიშნულმა კანდიდატურებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვეს.