მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. ცენტრს დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე კომიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ისინი კომპიუტერულ ლაბორატორიაში პედაგოგების პროფესიული განვითარების სქემისთვის საგანგებოდ შემუშავებულ ვიდეოინსტრუქციის ჩაწერის პროცესს და ხელოვნების ტრენინგს დაესწრნენ.