დემოკრატიის ინსტიტუტში ტრენინგი სახელწოდებით “არჩევნები და აქტიური მოქალაქე” გაიმართა. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ 3 საათის განმავლობაში სემინართან ერთად ვორქშოფიც ჩაატარა. სემინარს ნომერ 1, 2, 3, და 8 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.