საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევნები თითო კანდიდატით. სამეურვეო საბჭოსთან კანდიდატების გასაუბრების პროცესი ხვალ დასრულდება. საბოლოოდ, დირექტორებს სწორედ სამეურვეო საბჭო ხმათა უმრავლესობით აირჩევს.
ბათუმის ორ სკოლაში დირექტორი უკვე შეარჩიეს. დღეს კი პრეზენტაცია და არჩევნები 7 სკოლაშია ჩანიშნული.
კანდიდატები ძირითადად მოქმედი დირექტორები არიან. სამინისტროში გასაუბრების ეტაპზე რამდენიმე სკოლაში ერთზე მეტი კანდიდატიც იყო რეგისტრირებული, თუმცა როგორც ირკვევა, მათი ნაწილის ხედვა სკოლის განვითარების შესახებ, კომისიამ არ გაითვალისწინა.
მე-15 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს არჩევნები ქობულეთშიც.