ისტორიული სახლების რეაბილიტაცია ბათუმში

15 ოქტომბერი 2023, 20:03 421 ნახვა

ბათუმში, თავდადებულის ქუჩის #10 ნომერში მდებარე ურბანულ ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა. აღნიშნულ მისამართზე ფასადის და ეზოს კეთილმოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 500 ათასი ლარი დაიხარჯა. 

იგეგმება ზვიად გამსახურდიას ქუჩის და მელაშვილის კვეთაში არსებულ ისტორიულ სახლზე სახურავის და აივანის მთლიანად შეცვლა. აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტავენ, რომ ისტორიულ სახლებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ამხანაგობის მიმართვის და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე უტარდებათ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ურბანულ ძეგლებზე მიმდინარე წელს 3 მილიონ 500 ათას ლარს ხარჯავს, ხოლო 2024 წელს 4 მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდება.

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს 250-მდე ძეგლი ატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში