მიგრანტების ევროპული ცენტრები შესაძლოა საქართველოში გაიხსნას

05 მარტი 2017, 00:00 1879 ნახვა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიგრანტებისთვის  ევროპული ცენტრების გახსნის ინიციატივით გამოდის.  სებასტიან კურცი აცხადებს, რომ   ევროკავშირმა მიგრანტების მიღების ცენტრები ბლოკის ფარგლებს გარეთ  მაგალითად საქართველოში,  ეგვიპტეში ან დასავლეთ ბალკანებზე უნდა გახსნას. ამის შესახებ გერმანული გამოცემა ბილდი წერს, რომელიც  ავსტრიის მთავარი დიპლომატის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.  "ეს დაწესებულებები შესაძლოა განთავსდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის რომელიმე ქვეყანა”-ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც არალეგალურად ცდილობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას, ასეთ ცენტრებში გადაიგზავნებიანკურცი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის  მიგრაციულ პოლიტიკას  აპროტესტებს.  "ამ არასწორ პოლიტიკას მხარი დაუჭირა მრავალი ქვეყნის ლიდერმა და ევროკომისიამ. საფუძვლად, რა თქმა უნდა, კეთილი ზრახვები ედო, მაგრამ  გასაგებიც იყო, რომ  თუ ჩვენ ცენტრალურ ევროპაში მოვიზიდავთ ადამიანებს, მაშინ აქ  სულ უფრო მეტი მსურველი  ჩამოვა"-ამბობს სებასტიან კურცი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი