მერაბ ტურავას განმარტებით, მიზანშეწონილი იქნება, პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოაცხადონ მაქსიმუმ 16 ოქტომბერს

13 ოქტომბერი 2023, 13:58 602 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განაცხადებით, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დარბაზში აცხადებს, მიზანშეწონილი იქნება, პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწვეტილებაც საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოაცხადონ.

მერაბ ტურავას თქმით, გადაწყვეტილება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.

„საოქმო ჩანაწერში გარკვევით წერია, რომ დარეგისტრირდა 14-ში და პლენუმს გადაეცა 15-ში ანუ პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე შესაძლებელია, გადაწყვეტილება პირველ სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს გაუგზავნოს.

ჯერ ყველა მოსამართლემ უნდა მოაწეროს ხელი და ამის შემდეგ გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს ეგზავნება, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, რაც მოხდება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს"- განაცხადა მერაბ ტურავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი