მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო განათლების სფეროში ინტეგრაციის მიზნით აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც რეგიონში არსებულ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ასწავლის.
გრანტი გაიცემა მათზე, ვინც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, გაერთიანებული სამეფოში, ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. კონკურსანტი გრანტის სახით მიიღებს მაქსიმუმ 5 ათას ლარს.
განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.