ბათუმში, ხელვაჩაურსა და ჩაქვში ბუნებრივი გაზი 6 ოქტომბრამდე გათიშულია

04 ოქტომბერი 2023, 15:00 949 ნახვა

უხვი ნალექის გამო ბათუმის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს, ჩაისუბანსა და სახალვაშოს, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს ამ ეტაპისთვის გაზი არ მიეწოდება.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მიზეზი დაზიანებული მაგისტრალური მილსადენია.

მათივე ინფორმაციით, ყოროლის წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია და შესაძლებელი იქნება მალე დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზმომარაგების აღდგენა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე  6 ოქტომბერს დილის 10 საათიდან დაიწყება.

რიგებია თხევადი გაზის პუნქტებთან. გაზი არ მიეწოდება დაახლოებით 100 ათასს აბონენტს. 

შეზღუდვები იყო წყალმომარაგებაშიც, თუმცა პრობლემა ამ დროისთვის, ბათუმის წყლის ინფორმაცით სრულად აღმოფხვრილია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი