ევროპელი პოლიტიკოსები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

04 მარტი 2017, 00:00 1893 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უცხოელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტის, ევრო პარლამენტარ იაცეკ სარიუშ ვოლსკის თქმით, საქართველომ გეგმის განსახორციელებლად უვიზო მიმოსვლის მიღებამდე მოიცადა: „როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მთავრობამ რუსთავი 2-ის, უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხის, ხელში ჩასაგდებად გულუბრყვილო ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიღებამდე მოიცადა“ - წერს სარიუშ ვოლსკი ტვიტერზე. მოვლენებს ეხმიანება ევროპარლამენტარი ანა გომესიც, მისი თქმით, ის დამწუხრებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და შიშობს, რომ ეს ქვეყანაში პლურალიზმს შეამცირებს, რაც შემდგომ პოლარიზებულ პოლიტიკურ სივრცეს შექმნის. მოვლენებს ეხმიანება კიდევ ერთი ევროპარლამენტარი შვედეთიდან და ევროპის სახალხო პარტიის წევრი გუნარ ჰოკმარკი. მისი თქმით, სასამართლომ სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას. მომხდარს სამწუხაროს უწოდებს ევრო პარლამენტარი და ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სანდრა კალნიეტეც.  ფეისბუკზე გაკეთებულ ვრცელ განცხადებაში ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს მედია პლურალიზმი ქვეყანაში. მოვლენებს ეხმიანება ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩიც. ის ტვიტერზე წერს, რომ ეს ნაბიჯი იმედების გაცრუებას იწვევს და მედია პლურალიზმისთვის დიდი დარტყმაა.

ამავე კატეგორიაში