ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 

03 ოქტომბერი 2023, 20:02 889 ნახვა

შავი ზღვის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი-გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაზე ზღვისპირა ქალაქში პირველად გაჟღერდა იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანილი უნიკალური აზერბაიჯანული მუღამი, ტაირ ბაირამოვის და სალმან გამბაროვის ოსტატური იმპროვიზაციებით. ნაჩვენები იყო ვიდეო რგოლიც, რომელიც აზერბაიჯანული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშებს ასახავდა.

კონცერტის დაწყებამდე, მოსულ სტუმრებს მუსიკალური ცენტრის ფოიეში შესსძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, რომლის ჰეიდარ ალიევის ფონდის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო მხარდაჭერით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი