საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ქვეყნის ევროპული მომავლის იმპიჩმენტი - აცხადებენ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში და სასამართლო პროცესის პარალელურად აქციას მართავენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
პარტიაში “საქართველოსთვის” ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესით დესტრუქციულ ქმედებას სჩადის და ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საკონსტიტუციო სასამართლოს კეთილგონიერების მოლოდინი არ აქვთ, რადგან, მათი თქმით საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ინსტიტუცია აღარ არსებობს და პარტიულ ორგანოდ იქცა.
შესაბამისად პარლამენტი წევრის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით, ერთ-ერთი უმაღლესი სასამართლო ინსტიტუცია არა დამოუკიდებელ, არამედ პარტიულ გადაწყვეტილებას მიიღებს.