საკონსტიტუციო სასამართლოს 27 წლის არსებობის ისტორიაში პირველად, ხვალ მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა მთავარს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე ესაუბრა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია პასუხი იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი სასამართლო პროცესს ბათუმში.
მოსამართლე ტურავა არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი სასამართლოსი კიდევ ერთხელ გამოიძახონ. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.