აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის რეგიონის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
დელეგაციას სიჩუანის რეგიონის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლი ჰუი ხელმძღვანელობდა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა, განათლების, კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა.
თორნიკე რიჟვაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აჭარის ტურისტული პოტენციალს, რეგიონის ბიზნეს შესაძლებლობების და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობის შესახებ.
მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობას.