სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი 

02 ოქტომბერი 2023, 11:29 397 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. 

როგორც დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ნატოში გაწევრიანება, აუდიენციის მთავარი განსახილველი საკითხი იყო, რაზეც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სლოვენია მხარდაჭერის იმედს გამოთქვამს. 

ურშკა ზუპანჩი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება,რომლის ფარგლებშიც შეხვედრა პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილთანაც არის დაგეგმილი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში