“ბათუმის რაფსოდია" 2023

02 ოქტომბერი 2023, 11:11 528 ნახვა

ფესტივალი “ბათუმის რაფსოდია“ დასრულდა. “ოპერის ოქროს ხმის“ პროექტის შემდეგ, წელს ოპერის ოქროს ხმის ვოკალის აკადემიის კვირეული და გრანდიოზული მოსმენა ჩატარდა.

პროექტს 130-მდე მონაწილე ჰყავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც მასტერკლასებს ცნობილი საოპერო მომღერლები უტარებდნენ. მასტერკლასები 6 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ფესტივალის ფარგლებში, 28 სექტემბერს ჩატარდა გალა კონცერტი სომხეთის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის ორკესტრის თანხლებით, გუშნ საღამოს კი პროექტი დაიხურა სამი ტენორის გალა კონცერტით. ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია თამარ ივერი.

ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა, პროექტის მიზანი ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში