დინამო არენა გუშინ დაუვიწყარი შოუს თვითმხილველი გახდა. ქართველი მსმენელის წინაშე ბრუნო მარსი წარსდგა.
ამერიკელმა მეგა ვარსკვლავმა ორსაათიანი პროგრამის ფარგლებში, ცნობილ ჰიტებთან ერთად, სხვა მუსიკოსების სიმღერებიც შეასრულა. დაუკრეს ლაღიძის "თბილისოც", რასაც მაყურებლის ოვაცია მოჰყვა.
ღონისძიება პროექტ, "სთარინგ ჯორჯიას" ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით გაიმართა.