მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

30 სექტემბერი 2023, 14:12 551 ნახვა

მამის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს  მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა. მძიმე დანაშაულში მხილებული ჩადენილს თავდაპირველად აღიარებდა, ჯერ პოლიციას თავად ჩაბარდა დაა აჩვენა ადგილიც, სადაც მამის ცხედარი გადამალა, სასამართლო პროცესზე კი კითხვას, აღიარებს თუ არა ბრალს, დუმილით უპასუხა.

დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც მოსამართლისაგან უარი მიიღო.

შემთხვევა გორში მოხდა. 28 წლის შვილმა, გამოძიების ინფორმაციით, სანადირო თოფით 67 წლის მამა მოკლა, შემდეგ კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა და რამდენიმე დღე მალავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი