ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, თამაზ ზარქუას პერსონალური გამოფენა მოეწყო, მხატვარს წარმოდგენილი ჰქონდა 30-მდე ნამუშევარი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვანის ბოლო დროინდელი ფერწერული ტილოები, ნატურმორტები, პეიზაჟები და თემატური კომპოზიციები. გამოფენა 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 4 ოქტომბერს დაიხურება.
თამაზ ზარქუა 4 წლის ასაკიდან ხატავს, მხატვარი სამი პერსონალური გამოფენის ავტორია.
ხელოვანი ასევე 1997 წლიდან არის ანსამბლ "ბათუმის ხმების" ერთ-ერთი სოლისტი.