პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ახალი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, პარლამენტის წევრებმა ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიმართეს პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტმა შეისწავლა წარდგენილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და დაადგინა, რომ ის სრულად შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.