საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტების შეხვედრა

26 სექტემბერი 2023, 11:18 507 ნახვა

მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტებს განაგრძობს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი უკვე შეხვდა ესტონეთის პრეზიდენტს, ასევე აუდიენცია შედგება დღეს და ხვალ ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებთან.

ესტონეთის პრეზიდენტთან აუდიენციის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ალარ კარისის განცხადებით, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას'' - განაცხადა კარისმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი